იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრა მიმდინარეობს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრა მიმდინარეობს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრა მიმდინარეობს. საბჭომ უკვე აირჩია შვიდ პალატაში გასამწესებელი მოსამართლეები. მათ შორის არის ლევან თევზაძეც, რომელიც საბჭოს მოქმედი წევრია.

ლევან თევზაძე სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამწესდა მოსამართლედ.

დილით ცნობილი გახდა, რომ 79 კანდიდატიდან 19-მა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა.

კენჭისყრის ჩატარების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით სასამართლოების სხვადასხვა ისტანციაში ახალი მოსამართლეები გამწესდებიან.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები