იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, ანა დოლიძესა და ირაკლი შენგელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, ანა დოლიძესა და ირაკლი შენგელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას მოჰყვა, რა დროსაც მას სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე გააწყვეტინეს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ანა დოლიძემ კოლეგებს მიმართა, მიეცათ საშუალება საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის, რომ სიტყვა დაესრულებინა, რის შემდეგაც ირაკლი შენგელიამ ანა დოლიძეს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
„ჩვენ თქვენი წესებით არ ვითამაშებთ“, – განაცხადა შენგელიამ. ამის შემდეგ, დოლიძემ შენგელიას უპასუხა და აღნიშნა, რომ გამომსვლელს სიტყვა უნდა დაამთავრებინონ.
„მე არ სულ არ მჭირდება ჩემი წესებით თამაში, ითამაშეთ საერთო თანაბარი წესებით. ჩუმად ვიჯექი, სანამ მეოთხეჯერ არ გააწყვეტინეთ სიტყვა და მივმართე წესრიგის დასაცავად. გააწყვეტინებთ კიდევ ერთხელ, იგივე შედეგს მიიღებთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების პროექტების საჯაროობის საკითხს ითვალისწინებდა. ნაზი ჯანეზაშვილი ითხოვდა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებებს მიებას შესაბამისი პროექტები, რადგან დაინტერესებულ მხარეებს ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ.
მსგავსი სიახლეები

თბილისის მერი-სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

რომან კუსიანი: ნიკა მელიამ ჩემი ოჯახის კუთვნილი ბინა, “ოცნებაზე” შემოწირულობის გამო, სახელმწიფოს სახელით წაგვართვა

“ჩვენ ყველას გვესმის, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის კეთილდღეობის გარანტი და საუკეთესო გზა არის”
