იუსტიციის უამაღლესი საბჭო, მოსამართლეობის კანდიდატის თაობაზე ინფორმაციის მოძიების პროცედურების დახვეწაზე მსჯელობს.
იუსტიციის უამაღლესი საბჭო, მოსამართლეობის კანდიდატის თაობაზე ინფორმაციის მოძიების პროცედურების დახვეწაზე მსჯელობს.
ცვლილებები, არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული რეკომენდაციის გათვალისწინებით არის მომზადებული. ინიციატივის მიხედვით, კანდიდატის შესახებ საბჭო მოიძიებს არა მხოლოდ ბიოგრაფიულ ცნობებს, არამედ პროფესიულსაც. ასევე, საბჭო დაინტერესდება კანდიდატის მიერ სამართალდარღვევების შესახებ (ნასამართლეობა და ჯარიმები), ამისთვის საბჭო ინფორმაციას ძალოვანი უწყებებიდან მიიღეს. საბჭოსთვის ინტერესის საგანი იქნება კანდიდატის საბანკო ისტორიაც.
ცვლილების მიხედვით ასევე იზრდება ვადა (5-დან 10 სამუშაო დღემდე), იმისთვის, რომ კანდიდატი მის შესახებ საბჭოს მიერ მოძიებულ ინფორმაციას გაეცნოს და საჭიროების შემთხვევაში საპასუხო მტკიცებულებები წარადგინოს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 43 ვაკანსიაზე გამოაცხადა. რეგისტრაცია 6 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 84 კანდიდატიდან მეორე ეტაპზე 79 გადავიდა, ორს უარი ეთქვა, სამ კანდიდატს კი, დოკუმენტების წარდგენისთვის დამატებითი ვადა მიეცა.
კანდიდატების ბიოგრაფიები იხილეთ ბმულზე.