იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა-გიორგი გახარია

იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა-გიორგი გახარია

იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ სისტემური ცვლილებაა ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში, განსაკუთრებით ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის მიმართულებით.

„ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, ამ კანონმდებლობაზე მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს, ჩვენ შეგვიძლია უკვე, რომ ფართო განხილვები დავიწყოთ ამ ახალი კანონის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები