იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე ვერ აირჩია. ბადრი შონიას კანდიდატურა ჩავარდა – მან საკმარისი ხმები ვერ დააგროვა. მოვალეობის შემსრულებლად თემურ გოგოხია დაინიშნა.
უსტიციის საბჭომ სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიები 24 ივლისს გააერთიანა. გადაწყვეტილებამ არასამთავრობო სექტორის უკმაყოფილება გამოიწვია.
კატეგორიები:
სამართალი
მსგავსი სიახლეები

საკრებულოს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დაკავებული სამი პირი: სოსო გურული, ზურაბ ბერიაშვილი და პაატა დევიძე მომდევნო სასამართლო სხდომის გამართვამდე დარბაზიდან გაათავისუფლეს.
