იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზუგდიდში არსებულ ვითარებასა და საარჩევნო გარემოზე კომენტარი გააკეთა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზუგდიდში არსებულ ვითარებასა და საარჩევნო გარემოზე კომენტარი გააკეთა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზუგდიდში არსებულ ვითარებასა და საარჩევნო გარემოზე კომენტარი გააკეთა.

,,მოვუწოდებ ყველა მხარეს, ყველა კანდიდატს, მათ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ. არჩევანი კეთდება არა ჩხუბისას და ქუჩაში, არამედ მშვიდ ცივილიზებულ გარემოში საარჩევნო ურნასთან. უნდა მივცეთ ერთმანეთს საშუალება, რომ მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი გააკეთოს საკუთარი კანდიდატისადმი თავისუფალ პირობებში“ – განაცხადა წულუკიანმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, სადაც მერობის კანდიდატთან, გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად მოსახლეობას ხვდებოდა.

დღეს ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე გელა კვარაცხელია პოლიციაში მიიყვანეს. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის ოფიციალურ Facebook-ზე რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ფიზიკური დაპირისპირება ჩანს.

ამის შემდეგ ზუგდიდის საკრებულოში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სხდომაზე სანდრა რულოვსი და „ენმ“-ს წარმომადგენლები მივიდნენ და დეპუტატებისგან ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოსა და სოფელ ჯიხაშკარში მომხდარი ინციდენტების განხილვა მოითხოვეს.

უმრავლესობის წევრმა ირაკლი ლაგვილავამ სანდრა რულოვსს უთხრა, რომ მას არ აქვს მორალური უფლება, ზვიად გამსახურდიას დარბაზში ხმამაღლა ისაუბროს. სწორედ ლაგვილავას სიტყვით გამოსვლას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები