იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კანაფის კულტივაციის ინიციატივაზე ისაუბრა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კანაფის კულტივაციის ინიციატივაზე ისაუბრა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კანაფის კულტივაციის ინიციატივაზე ისაუბრა. როგორც ის აცხადებს, თუ შეჭირვებულ ეკონომიკას ეს შვებას მისცემს და სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იქნება, მაშინ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე სანერვიულო არაფერია. “თუ ყველა ერთად ჩავთვლით, რომ ეს ის შედეგია, რომელიც ჩვენს საკმაოდ შეჭირვებულ ფინანსურ ეკონომიკურ პირობებს შვებას მისცემს და მკაცრი კონტროლის ქვეშ სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ შიდა ბაზარზე ეს ნივთიერება არ გავრცელდეს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რატომაც არა. მე არ ვთვლი, რომ რაიმე სანერვიულოა წინასწარ, ან პანიკის საფუძველი არსებობს, რადგან მთავრობის ინიციატივის საფუძველი იყო ერთადერთი, რომ ჩვენმა ეკონომიკამ, რაკი გვაქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის სფეროში დაიკავოს საერთაშორისო ეკონომიკაში გარკვეული ნიშა ან ნიშები, რაც ჩვენს ქვეყანას შემოსავალს მოუტანს”, – ამბობს წულუკიანი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები