იუსტიციის მინისტრმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღის შედეგები შეაჯამა

იუსტიციის მინისტრმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღის შედეგები შეაჯამა

იუსტიციის მინისტრმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღის შედეგები შეაჯამა.
თეა წულუკიანის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღის შედეგად გამამართლებელი განაჩენების ზრდამ 83%-ს მიაღწია.
„2008-2011 წლებში ჩვენ გვყავდა მხოლოდ 112 ბრალდებული გამართლებული, 2013-2016 წლებში კი, გამართლდა 643 ბრალდებული. 2009-2012 წლებში მხოლოდ 3 სისხლის სამართლის საქმეზე უთხრა უარი მოსამართლემ პროკურატურას წინასწარი პატიმრობის მოთხოვნაზე, მხოლოდ 2016 წელს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა 174 საქმეზე; დღეს მოსამართლე „ბედავს”, რომ პროკურატურას ბრმად არ დაუჭიროს მხარი და, როდესაც არ არის სათანადო მტკიცებულებები, გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. ეს არის ის შედეგი მართლმსაჯულების რეფორმისა. მართლმსაჯულებაში ხარვეზიც ბევრია და გრძელდება აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით”, – განაცხადა თეა წულუკია

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები