იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ნამდვილად იმსახურებს იგივე ანაზღაურებას, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს პროკურორ ვანო ზოდელავას

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ნამდვილად იმსახურებს იგივე ანაზღაურებას, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს პროკურორ ვანო ზოდელავას

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ნამდვილად იმსახურებს იგივე ანაზღაურებას, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს პროკურორ ვანო ზოდელავას.

თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ  “ირაკლი შოთაძის და მისი მოადგილეების თვიური შრომის ანაზღაურება არის ზედმიწევნით იგივე, რაც იყო ბატონი ზოდელავასი”.

“მე ვსვამ კითხვას, იმსახურებს თუ არა ბატონი შოთაძე ჰქონდეს მისი საქმიანობიდან გამომდინარე იგივე ანაზღაურება, რაც ჰქონდა ბატონ ზოდელავას, რომლის დროსაც პროკურორი იყო იარაღი ჩვენი მოქალაქეების ჩაგვრის, ძალადობის და მოსამართლეებზე ზეწოლისა. ჩემი პასუხია ამავე კითხვაზე რომ იგივე ანაზღაურებას, რაც ჰქონდა ბატონ ზოდელავას, შოთაძე ნამდვილად იმსახურებს. ანაზღაურებაში ვგულისხმობ როგორც სარგოს თანამდებობრივს, ასევე ნებისმიერი ტიპის დანამატს. შოთაძეს პრემია ორჯერ კი არა, საერთოდ არ აუღია. პრემიები როგორც იცით საჯარო სამსახურში ბოლო პერიოდში არ გაცემულა, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ბოლო დღეებში მართლა გმირობებს სჩადის, 60 მილიონით არის შემცირებული ამ მიმართულებით საჯარო სამსახურებში ანაზღაურება. იქნება ეს სარგო, თუ დანამატი, ირაკლი შოთაძის თვიური ანაზღაურება თეთრით არ აღემატება ზოდელავას მიერ მიღებულ თვიურ ანაზღაურებას”, – განაცხადა წულუკიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები