იუსტიციის მინისტრი უგულავაზე – უდანაშაულო ბავშვებს მხოლოდ ტერორისტები ესხმიან თავს!

იუსტიციის მინისტრი უგულავაზე – უდანაშაულო ბავშვებს მხოლოდ ტერორისტები ესხმიან თავს!

ყველა ბრძოლას თავის წესები აქვს, რომელსაც ანჩხლი და საკუთარი სისუსტით გაღიზიანებული მხარე ნებსით თუ უნებლიედ, სამწუხაროდ, არღვევს ხოლმე. მსგავს საკითხებში სხვისი შვილების გარევა და მათზე ამორალური ძალადობა კი უკვე უპატიებელი მორალური ტერორია! უდანაშაულო ბავშვებს მხოლოდ ტერორისტები ესხმიან თავს! – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წერს, რითაც გიგი უგულავას განცხადებას ეხმიანება.

„არგუმენტირებული მსჯელობის უუნარობის და ემოციების ფონზე სუსტი ნებისყოფის, ზრდილობასთან შეუთავსებლობის მწვავე ფაზაში მყოფი და ნებისმიერ ფასად ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი სუბიექტები მოწინააღმდეგის ლანძღვაზე, გინებაზე და ზოგჯერ წყევლა-კრულვაზეც კი გადადიან.

ყველა ბრძოლას თავის წესები აქვს, რომელსაც ანჩხლი და საკუთარი სისუსტით გაღიზიანებული მხარე ნებსით თუ უნებლიედ, სამწუხაროდ, არღვევს ხოლმე. მსგავს საკითხებში სხვისი შვილების გარევა და მათზე ამორალური ძალადობა კი უკვე უპატიებელი მორალური ტერორია! უდანაშაულო ბავშვებს მხოლოდ ტერორისტები ესხმიან თავს!

P.S. სიძულვილის ენა მავნე და შხამიანია ჩვენი საზოგადოებისთვის“, – წერს რატი ბრეგაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ გუშინ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: ამ ნაგვის შესახებ, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდნენ მისი შვილის მეზობლებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავს ჯალათი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები