იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც “ილიაუნში” მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი მოკლულის ოჯახის სასარგებლოდ დადგა.

წულუკიანის თქმით, დედის დანაკლისს ბავშვებს ვერც სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და ვერც ვერანაირი ქმედება ვერ აუნაზღაურებს.

“ამიტომაც, სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტი და ძლიერი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ ამგვარი რამ არასდროს განმეორდეს. ეს საქმე არის სტრასბურგის სასამათლოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავის რეჟიმში მხარესთან არ ვიმყოფებით და არ ვიქნებით. ჩვენ სასამართლოში წარვადგინეთ რეფორმების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ქვეყანამ ცუდი მაგალითების შემდეგ გადადგა. დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიციელები უფრო მეტად არიან მობილიზებულები. პროკურატურაში თავად მსხვერპლთა მიმართვიანობა გაზრდილია. შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს სისტემური ცვლილებების წყალობით ამგვარი რამ მომავალში ჩვენს ქვეყანაში არასდროს განმეორდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი მარიკა წივწივაძე 2014 წლის 17 ოქტომბერს ყოფილმა მეუღლემ, ლაშა მაღრაძემ უნივერსიტეტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და თვითონაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდარის გამო სასამართლომ მარიკა წივწივაძის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოსაც დააკისრა – შსს-მ წივწივაძის შვილებს სრულწლოვანებამდე ყოველთვიური სარჩო უნდა დაუნიშნოს, ხოლო მოკლულის დედას მორალური ზიანი უნდა აუნაზღაუროს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები