იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს.
კომიტეტის სხდომაზე სამი კანდიდატურა იყო დასახელებული: გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი. ​კენჭისყრა ორჯერ გაიმართა.
პირველ ტურში გედევან ფოფხაძეს ექვსი დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა ხუთის ხოლო რუსლან პოღოსიანმა ერთის.
ამის შემდეგ ეკა ბესელიამ განმარტა, რომ ექვსი ხმა არ იყო საკმარისი, რათა გედევან ფოფხაძე პირველივე ტურში არჩეულიყო თანამდებობაზე, ამიტომ მეორე ტური შედგა.
მეორე ტურში კენჭისყრის შედეგად გედევან ფოფხაძემ შვიდი ხმა, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილმა ორი ხმა მიიღო.
ბესელიამ განმარტა, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება ბიუროს გადაეგზავნება და გედევან ფოფხაძეს მიმართა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტი დროულად დატოვოს, რადგან ერთდროულად ორი თანამდებობა არ ჰქონდეს.კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი, რომელიც დღესვე გაეგზავნება ბიუროს. ბესელიას გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას გედევან ფოფხაძე შეასრულებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები