იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე უფლებამოსილია ჩანიშნოს სხდომა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე უფლებამოსილია ჩანიშნოს სხდომა

თავმჯდომარის მოადგილე უფლებამოსილია ჩანიშნოს სხდომა ყოველგვარი პრობლემის გარეშე,-ასე განმარტავს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი 14 დეკემბერს გამართულ კომიტეტის სხდომის პროცედურულ საკითხებს. ის არ აკონკრეტებს მან მოიწვია თუ არა სხდომა, თუმცა ამბობს, რომ თავმჯდომარის მოადგილეს ამის უფლება აქვს. 

„იურიდიულ კომიტეტს თავმჯდომარის მოადგილეები ჰყავს. თავმჯდომარის მოადგილე უფლებამოსილია ჩანიშნოს სხდომა ყოველგვარი პრობლემის გარეშე. დაცულია რეგლამენტის ყველა მოთხოვნა და ასე განხორციელდა. ერთ-ერთი მოადგილე მე ვარ. პირდაპირ არის რეგლამენტში მოცემული მუხლი, თუ არ ვცდები 36-ე, სადაც არის საუბარი, რომ როდესაც უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს ვერც თავმჯდომარე, ვერც პირველი მოადგილე, მაშინ უნდა ჩაინიშნოს სხდომა, სხდომას ნიშნავს მოადგილე და სხდომა არის იმ მიზნით, რომ დაევალოს მოადგილეს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება, ვიდრე არ იქნება არჩეული კომიტეტის თავმჯდომარე”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისათვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომდევნო სხდომა 14 იანვარს ჩაინიშნა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები