იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი რენატე ვინტერსა და მის მოადგილეს, მაია ჩოჩუას შეხვდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი  რენატე ვინტერსა და მის მოადგილეს, მაია ჩოჩუას შეხვდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის პროექტის – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” ხელმძღვანელს, რენატე ვინტერსა და მის მოადგილეს, მაია ჩოჩუას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის თემა იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებული პროცედურები. მხარეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.
როგორც შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უზრუნველყოფილი იქნება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე, დაისვას ყველა ის შეკითხვა, მათ შორის კრიტიკული, რომელიც ამ პროცესს კიდევ უფრო მეტ ლეგიტიმაციას შესძენს.
„დღეს შევხვდი ევროკავშირის ექსპერტს, მოსამართლეს, ქალბატონ რენატე ვინტერსა და მის მოადგილეს, ქალბატონ მაია ჩოჩუას, რომლებიც ახორციელებენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს მართლმსაჯულების სფეროში. ქალბატონი რენატე უკვე წლებია, ჩართულია მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებში. ის ჩართული იყო ისეთი მნიშვნელოვანი კოდექსის შემუშავებაში, როგორიც არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და, ასევე, სხვა საკითხებშიც. შეხვედრა ჩემი ინიციატივით გაიმართა და საინტერესო იყო მათი პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ ისინი პროცესს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში და რა შემოთავაზება და რჩევები აქვთ მათ ამ პროცესთან დაკავშირებით, ვინაიდან მმართველი გუნდი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად ღია, მაქსიმალურად გამჭვირვალე და იყოს, მათ შორის, კრიტიკული. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ამ პროცესისადმი და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები