იური ლუცენკო-უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

იური ლუცენკო-უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

„მე არ ვეთანხმები მოსამართლის გადაწყვეტილებას. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე სხვა ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონე პირი ძალით არღვევდეს საზღვარს, მისი თანმხლები პირები კი უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს სცემდნენ“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

11 დეკემბერს ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გათავისუფლდა.

კიევში, ოდესის ყოფილი გუბერნატორი ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა. იმავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები არ აპირებენ უმაღლეს რადასთან კარვების ქალაქის დაშლას.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები