“იუნესკოს მიერ გამოქვეყნებული სია, რომელიც ასახავს ჟურნალისტების მიმართ ცალკეულ ინციდენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი არ არის”

“იუნესკოს მიერ გამოქვეყნებული სია, რომელიც ასახავს ჟურნალისტების მიმართ ცალკეულ ინციდენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი არ არის”

იუნესკოს მიერ გამოქვეყნებული სია, რომელიც ასახავს ჟურნალისტების მიმართ ცალკეულ ინციდენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არ არის ახალი, – ამის შესახებ „იმედინიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათი განმარტებით, ეს მონაცემები ამ სიაში ივლისიდან არის. „თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით სიას, იქ არის მითითებული, რომ ეს არის ახალი ინციდენტი, რაც არის იმის ინდიკაცია, რომ იუნესკო დამატებით ელოდება აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს. ამის მიხედვით სიაში ფორმულირება, მომხდართან დაკავშირებით, ანუ ინდიკაცია შეიცვლება. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოთხოვილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან აღნიშნული ინციდენტის საგამოძიებო დასკვნის მასალები, როგორც კი მივიღებთ, ეს მასალები გადაეგზავნება იუნესკოს, რომლის შემდგომაც იუნესკოს მხრიდან მოხდება ამ მონაცემების განახლება“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარი ნარჩემაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები