იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 474 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1 მაისის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება.
21 აპრილიდან დღემდე კი სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1665 პაციენტი.
ამ დროისათვის ქვეყანაში სულ COVID 19-ის 209 328 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 28 710 ადამიანი, 79 914 კი განიკურნა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
მსგავსი სიახლეები

მუხტარლისა და მისი ოჯახის ინტერესების დამცველი, არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ მუსტაფაევასა და აღალარლის მიმართ, შესაძლოა, ახალი დანაშაული მზადდებოდეს.

მოსკოვი-თბილისის ავტობუსში, რომელიც ლიპეცკის ოლქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა, საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, თუმცა მედია მას უკულტუროდ წარმოადგენს.
