ისტორიაში პირველად, FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის თასი ერთი დღით საქართველოში ჩამოიტანეს

ისტორიაში პირველად, FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის თასი ერთი დღით საქართველოში ჩამოიტანეს

ისტორიაში პირველად, FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის თასი ერთი დღით საქართველოში ჩამოიტანეს. დელეგაციამ, რომლის ერთ-ერთი წევრი მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი ქრისტიან კარამბე იყო, თასი სომხეთის დედალაქ ერევნიდან თბილისში ჩამოიტანა.

თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატის თასის ჩამოტანის ცერემონიას ყველასთვის ცნობილი ქართველი ფეხბურთელები ესწრებოდნენ, მათ შორის – ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, რევაზ ძოძუაშვილი და სხვა. ასევე ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და თბილისის მერი კახა კალაძე.

მუნდიალის თასის ჩამოტანის ორგანიზებაში FIFA-ს პარტნიორობას უწევდნენ კომპანია „კოკა-კოლა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ფეხბურთის გულშემატკივრებს მსოფლიოს ჩემპიონატის თასის ხილვის საშუალება 13:00 საათიდან 18:00 საათამდე „თბილისი მოლში“ ჰქონდათ.

კატეგორიები: სპორტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები