ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში საქართველოს 24 მოქალაქე იმყოფება

ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში საქართველოს 24 მოქალაქე იმყოფება

უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში განთავსებული საქართველოს მოქალაქეებიდან 12 პირს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ისრაელში ქართველების მასობრივ დაკავებას ადგილი არ ჰქონია.
„ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია. ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია. მსგავსი რამ მოხდა საქართველოს მოქალაქეებთანაც მიმართებით. მათ არ ჰქონდათ ისრაელში ლეგალური ყოფნის უფლება და, შესაბამისად, დაექვემდებარებიან დეპორტაციას.
ამ დროისათვის, ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში იმყოფება 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ. 12-სთვის, ეტაპობრივად, მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა. ეს მოქალაქეები დაკავებულნი იქნენ ისრაელის სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა დროს, რაიმე მასობრივი დაკავებები არ მიმდინარეობს“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისათვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ისრაელში არალეგალურად მყოფი ქართველების დაკავების კადრები.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები