ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათენიაჰუ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მოსკოვში შეხვდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათენიაჰუ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მოსკოვში შეხვდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათენიაჰუ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მოსკოვში შეხვდა. როგორც ცნობილია, შეხვედრა სირიაზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის და სამხედრო კოორდინაციის საკითხების განსახილველად გაიმართა.
ნათენიაჰუ მოსკოვში 9 მაისის აღსანიშნავად გამართულ აღლუმსაც დაესწრო, შემდეგ კი, ორი ქვეყნის ლიდერებმა, მოსალაპარაკებლად, კრემლში გადაინაცვლეს.
10-საათიანი რუსული ვიზიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ნათენიაჰუმ აღნიშნა, რომ მან ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ ირანის აგრესიის წინააღმდეგ, ისრაელს აუცილებლად ექნებოდა საპასუხო რეაქცია.
„მიმაჩნია, რომ შეხვედრისას კონკრეტულ საკითხებზე პირდაპირ და გულახდილად ვისაუბრეთ. ჩემი ქვეყნის გზავნილი რუსეთს პირდაპირ გადაეცა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით“,- აღნიშნა ნათენიაჰუმ.
ირანსა და ისრაელს შორის ურთიერთობები უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანმა სირიაში დამატებითი ძალების გადასროლა მოახდინა. გუშინ კი, სირიის ტერიტორიაზე განთავსებულ ირანულ შენაერთებს ისრაელმა ცეცხლი გაუხსნა. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა გადაწყვიტა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები