ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს

ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო შტაბმა სექტემბერ-ოქტომბრის ებრაულ დღესასწაულებთან დაკავშირებით „ტურისტული გაფრთხილება“ გამოსცა, სადაც დასახელებულია ის ქვეყნები და რეგიონები, სადაც ისრაელის მოქალაქეებს ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
9tv.co.il წერს, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის საქართველოც მოხვდა.
დღესასწაულებზე ისრაელის მოქალაქეებს არ ურჩევენ ჩასვლას ასევე სინაის ნახევარკუნძულზე, თურქეთში, ეგვიპტესა და იორდანიაში.
“ყველა ამ მიმართულებებზე ისლამისტ-ტერორისტებს ინფრასტრუქტურა აქვთ განვითარებული და ისინი ებრაელებზე თავდასხმისთვის არიან მზად“,-ნათქვამია მასალაში.
ისრაელის შტაბის აზრით, ტერორისტული აქტივობა აზიაშიც შეინიშნება, მაგალითად, ტაილანდში, ფილიპინების სამხრეთ ნაწილსა და ინდოეთში, ქაშმირის პროვინციაში.
დასავლეთ ევროპაში ცალკეული ტერაქტების ალბათობა არსებობს. გარდა ამისა, რეკომენდირებულია ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავება, რომლებიც „მოიცავს ირანს“ და ახლო აღმოსავლეთს – აზერბაიჯანში, საქართველოში, სომხეთში, თურქმენეთში, სპარსეთის ყურეს ქვეყნებში, აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
ისრაელის შტაბმა საფრთხის სხვადასხვა დონე 40 ქვეყანას და რეგიონს მიანიჭა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში გამგზავრებამდე ტურისტებმა თავი შეიკავონ სოციალურ ქსელებში ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები