“ისინი ამას აკეთებენ კონკრეტული ქართული ოპოზიციური პოლიტიკური ძალის “ნაცმოძრაობის“ დაკვეთით”

“ისინი ამას აკეთებენ კონკრეტული ქართული ოპოზიციური პოლიტიკური ძალის “ნაცმოძრაობის“ დაკვეთით”

მაშინ, როდესაც ყველა ველოდით ამერიკის მხრიდან ავღანეთიდან ჯარების გაყვანაზე შეფასებას და იმ მოლოდინებს, რომელიც ამ პენსიონერ ყოფილ თანამდებობის პირებს გააჩნდათ ამ მოვლენების მიმართ, ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ისინი უხეშად ერევიან ისევ და ისევ საქართვლოს პოლიტიკაში. აკეთებენ ისეთ შეფასებებს, რომელიც დაცლილია დამოუკიდებელი პოზიციისგან, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა, ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რითაც რითაც იან კელისა და დევიდ კრამერის წერილს გამოეხმაურა.

„ეს ადამიანები განცხადებას დამოუკიდებელი ექსპერტების სახელით ავრცელებენ. ამაში იგრძნობა ის, რომ ისინი ამას აკეთებენ კონკრეტული ქართული ოპოზიციური პოლიტიკური ძალის დაკვეთით. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს ტექსტი დაიწერა საქართველოში. ფრაზები და ხელისუფლების კრიტიკის სტილი, რომელსაც ჩვენ ტელევიზიის მეშვეობით ვისმენთ, ძალიან ნაცნობია. ძნელი არ არის მიხვდე საიდან მოდის ეს ტექსტი. კონკრეტულად ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად უნდა გაკეთდეს მკვეთრი და მკაფიო შეფასება და დაფიქსირება იმის, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და აწარმოებს დამოუკიდებელ პოლიტიკას“, – განაცხადა ნანა კაკაბაძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები