ისეთ სიტუაციაში, რომელიც „კოვიდ-19“-მა გამოიწვია, რაციონალობა უნდა შევინარჩუნოთ და არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ ემოციებს

ისეთ სიტუაციაში, რომელიც „კოვიდ-19“-მა გამოიწვია, რაციონალობა უნდა შევინარჩუნოთ და არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ ემოციებს

ისეთ სიტუაციაში, რომელიც „კოვიდ-19“-მა გამოიწვია, რაციონალობა უნდა შევინარჩუნოთ და არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ ემოციებს. არასოდეს დავრჩენილვართ იმის იმედად, რომ რაიმე თავისით გამოსწორდებოდა – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გერმანულ გამოცემა „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ისეთივე კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელეთ, რითიც, მაგალითად, გერმანია ხელმძღვანელობდა. გადამწყვეტი იყო ჩვენთვის რეპროდუქციის რაოდენობა და ასევე, ინტენსიური მკურნალობისათვის განკუთვნილი რამდენი საწოლი გვქონდა ჩვენს სამკურნალო დაწესებულებებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორც მოახერხა საქართველოს მთავრობამ ის, რომ პანდემიის დროს ქვეყანაში ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა.

„ბევრს ეშინოდა, რომ ქრისტიანული დღესასწაულების ჩატარების შემდეგ ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად მოიმატებდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა. ეკლესიამ ბევრი რეკომენდაცია გაითვალისწინა, ტაძრებში მიმდინარე ღვთისმსახურებაზე მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ხალხი შეუშვეს, დაიტანეს დისტანციის დაცვისათვის საჭირო სპეციალური მარკირება, ზოგიერთი ღვთისმსახურება ღია სივრცეში ტარდებოდა. დღეს ძნელია თქვა, რა იყო იმის მიზეზი, რომ აფეთქება არ მოხდა: იყო თუ არა ეს ამ სპეციალური ღონისძიებების შედეგი, თუ აქ შემთხვევა ჰქონდა უბრალო გამართლებას“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ეკატერინე ტიკარაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები