ის პრემიები, რომელიც გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა, აუცილებლად გაიცემა-დიმიტრი ქუმსიშვილი

ის პრემიები, რომელიც გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა, აუცილებლად გაიცემა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას, გაიცემა თუ არა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მეხანძრე-მაშველებზე პრემია-დანამატები.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ყველა ადამიანი, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა, პრემიას მიიღებს.
„ეს დამოკიდებულია კონკრეტულ უწყებაზე – რომელიღაც უწყებამ უკვე გამოწერა უწყისი, რომელიღაც დღეს გამოწერს და რომელიღაც – ხვალ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. უწყებების მიხედვით, ჯამურად ვფიქრობ, რომ გავალთ 3 მილიონზე ან შესაძლოა, ცოტა მეტზე გავიდეთ, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული უწყებებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, პრემიას მიიღებს. ყველა უწყებამ მოახდინა აღრიცხვა იმ ადამიანების, ვინც იქ იყო, შესაბამისად, გაიცემა პრემიები და ეს ადამიანურად აუცილებლად დაუფასდებათ. თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანურად იმის აღიარება, რაც ყველამ ერთად ვაღიარეთ, რომ მეხანძრე-მაშველი არის გმირი“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მსგავსი სიახლეები

დიპლომატების გაძევება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ არის დაწყებული-ეკა ბესელია

ირაკლი კობახიძე-„არის ბევრი საკითხი, რომელიც, არის, რა თქმა უნდა, დაგროვილი, არამხოლოდ გასული წლის განმავლობაში, არამედ ამ ხუთი წლის განმავლობაში”

კახა კალაძე 20 ივნისის მოვლენებზე: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები გულწრფელად მისულ ადამიანებს მოუწოდებდნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტი, რაც არავის უნდა ეპატიოს
