“ის არის უპატიოსნესი ადამიანი, რაც მთავარია სუფთა წარსულით, არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, არის პროფესიონალი”-კახა კალაძე

“ის არის უპატიოსნესი ადამიანი, რაც მთავარია სუფთა წარსულით, არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, არის პროფესიონალი”-კახა კალაძე

 

 

“ის არის უპატიოსნესი ადამიანი, რაც მთავარია სუფთა წარსულით, არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, არის პროფესიონალი. თუ ამ ადამიანს არ მოსწონს გარკვეული ორიენტაციის მქონე ადამიანები, ეს მისი ნებაა. დღეს საქართველოში ყველას აქვს უფლება გამოთქვას თავისი მოსაზრება”.

მერიის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილ ნუგზარ ჭონქაძეზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიამბობენ, რომ კანდიდატი ქსენოფობიური და ჰომოფობიური გამონათქვამებით გამოირჩეოდა ფეისბუკში.

იმის გამო, რომ სავარაუდოდ, თანამდებობის პირს ეხება აღნიშნული განცხადებები საილუსტრაციოდ გთავაზობთ ამონარიდს ფეისბუქპოსტიდან, რომელიც qartuliazri.ge-მ გაავრცელა:

“ჯერ იყო და პიდარასტები არ ვართ, პედერასტია სამედიცინო ტერმინიაო. კაი იყავით – დავეთანხმეთ. მერე არა, პედერასტები არ ვართ, ცისფერები ვართო. კაი ჯანდაბას თქვენი “თავი”, იყავით ცისფერები-თქო… ჩამოყალიბდით რა ბოლო-ბოლო, ვინ ხართ, რა დაგიძახოთ და მოათავეთ რა! და „ვაბშე” ტერმინი თემი იცით საერთოდ რას ნიშნავს?! თქვენ თვითონვე გიტყდებათ ეგ ამბავი და აღარ იცით რითი “გაკეთილშობილდეთ”.

ჭონქაძემ 16 ნოემბერს დაადასტურა, რომ სულიკო კედელაშვილის ფსევდონიმით ფეისბუკანგარიში მას ეკუთვნოდა:

“ეს გვერდი შეიქმნა ამისთვის, საზოგადოებისთვის, რომელსაც სჭირდებოდა ასეთი ხისტი პოზიციის დაფიქსირება და ვერ აფიქსირებდა. მარტო მე კი არ ვაფიქსირებდი, იქ ძალიან ბევრი კომენტარებში აფიქსირებდა თავის აზრებს”.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები