“ის ადამიანები, ვინც შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ახლა ამ შეთანხმების განხორციელების გზებს ესხმიან თავს”

“ის ადამიანები, ვინც შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ახლა ამ შეთანხმების განხორციელების გზებს ესხმიან თავს”

ის ადამიანები, ვინც შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ახლა ამ შეთანხმების განხორციელების გზებს ესხმიან თავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა დასავლელი პარტნიორების მხრიდან შეფასებულია, როგორც ყველაზე სამართლიანი ვერსია.

„ის ადამიანები, ვინც შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ახლა ამ შეთანხმების განხორციელების გზებს ესხმიან თავს. ეს ნიშნავს ზუსტად იმ დამოკიდებულებას, რომელიც ამ ჯგუფებს თავიდანვე ჰქონდათ მოლაპარაკების პროცესისადმი. უნდა აღინიშნოს, რომ ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან შეფასებულია, როგორც ყველაზე სამართლიანი ვერსია. აქედან გამომდინარე ისინი სინამდვილეში ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და ევროკავშირს უპირისპირდებიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ამ დრომდე, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს სამი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“ არ აწერს. მეტიც, შალვა ნათელაშვილის თავდასხმის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდნენ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი. ნათელაშვილმა შეურაცხყოფა არა მხოლოდ ელჩებს, არამედ ევროპელ პოლიტიკოსებსაც მიაყენა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები