ირმა ინაშვილმა ინფო9-ს განუცხადა, რომ არ აპირებს “რუსთავი 2”-ისთვის ბოდიშის მოხდას

ირმა ინაშვილმა ინფო9-ს განუცხადა, რომ არ აპირებს “რუსთავი 2”-ისთვის ბოდიშის მოხდას

ირმა ინაშვილმა ინფო9-ს განუცხადა, რომ არ აპირებს “რუსთავი 2”-ისთვის ბოდიშის მოხდას, ღრმა მწუხარების გამოხატვას და საკუთარი პარტიის წევრებისგან გამიჯვნას, როგორ ეს “ლეიბორისტულმა პარტიამ” და “გაერთიანებულმა დემოკრატებმა” გააკეთეს.

“გვარამია კი არ მჩუქნის ეთერს, კანონი ავალდებულებს. ეს არის დისკრიმინაცია. თუ დამპატიჟებენ, აუცილებლად მივალ და ეთერს გამოვიყენებ. ცუდი ტენდენციაა – წამყვანი არხები პოლიტიკოსებს ებუტებიან”, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

თბილისის მერობის „ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატი გიორგი გუგავა „რუსთავი 2“-ის დღევანდელ დებატებში მონაწილეობას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ არხის გადაწყვეტილებით, „ლეიბორისტული პარტიის“, „გაერთიანებული დემოკრატების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატები არცერთ დებატებში აღარ დაიშვებოდა.

„პარტიის განმარტების შემდეგ, რომ პროტესტი იყო სპონტანური და არ გამოხატავდა პარტიის პოზიციას, ინციდენტი ამოწურულია. ჩვენ უკვე ვიყავით „რუსთავი 2“-ის ეთერში“, – განუცხადეს „ინფო9-ს“ „ლეიბორისტული პარტიის” პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ „ლეიბორისტული პარტიის“, „გაერთიანებული დემოკრატების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა 3 ოქტომბრის “არჩევანი” პროტესტის ნიშნად დატოვეს, იმ მიზეზით, რომ მოწვეული ჟურნალისტები შეკითხვებს ძირითადად მმართველი პარტიის და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს უსვამდნენ.

„არხის გადაწყვეტილებით, ამ პარტიების კანდიდატები არცერთ დებატებში აღარ დაიშვება“, – განაცხადეს 3 ოქტომბერს „არჩევანის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ და „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

9 ოქტომბრის „არჩევანში“ კი, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და „გაერთიანებულმა დემოკრატებმა“ განმარტება გააკეთეს, რომ პროტესტი იყო სპონტანური და არ გამოხატავდა პარტიების პოზიციას. „მეგობრობამ გაიმარჯვა“, – აღნიშნა მან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები