ირმა ინაშვილი შს მინისტრს: 5 გვამი მჭირდებაო, რომ თქვათ და 12 გვამი შემოიტანონ, მაშინ სხვა ლაპარაკი წავიდოდა კი არა, ყველა გაიტრუნებოდა ამ დარბაზში

“დღეს რომ თქვენ აქ გამოხვიდეთ, ბატონო მინისტრო, 5 გვამი მჭირდებაო, რომ თქვათ და 12 გვამი შემოიტანონ და სხვა სისტემა რომ იყოს, მაშინ სხვა ლაპარაკი წავიდოდა კი არა, ყველა გაიტრუნებოდა ამ დარბაზში”, – ასე მიმართა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა შს მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც, ინტერპელაციის წესით, პრემიერმინისტრს უსმენენ.
“დღეს რომ თქვენ აქ გამოხვიდეთ, ბატონო მინისტრო, 5 გვამი მჭირდებაო ,რომ თქვათ და 12 გვამი შემოიტანონ და სხვა სისტემა რომ იყოს, მაშინ სხვა ლაპარაკი წავიდოდა კი არა, ყველა გაიტრუნებოდა ამ დარბაზში. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არ იძლევა იმის საშუალებას, ჩვენ ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის – ყოჩაღ, ბიჭებოო და არაფერი გავაკეთოთ.
ჩემთვის იცით, რა არის მნიშვნელოვანი – სამართლიანობა რომ არ აღადგინეთ. საზოგადოებას ვერ აჩვენეთ, რომ დანაშული არ უნდა იყოს დაუსჯელი. აი, იმ დიდ კრიმინალებზე გელაპარაკებით მე, იმ პოლიტიკურ კრიმინალებზე, ჩვენი ქვეყანა 50 წლით უკან რომ დახიეს და დღეს გრძელი ენები რომ აქვთ და დემოკრატიაზე რომ ლაპარაკობენ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

იუსტიციის მინისტრი კონსტიტუციის მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო სრულფასოვან საპარლამენტო მოდელზე გადავიდ

„ეკა ბესელიას გადადგომას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. მიზეზი არ იყო ის, რაც მე ვთქვი. რა იყო მიზეზები, ეს არის დიდწილად, რა თქმა უნდა, ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შიდა სამზარეულოს ჩვენ ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ”

ყირგიზეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე სოფო კილაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ უკანასკნელ წლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით განახორციელა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციას ეხმაურება
