ირმა ინაშვილი დევიდ კრამერს: ბოდიში უნდა მომიხადოთ, თქვენ საქართველოს კონსტიტუციას შეურაცხყოფა მიაყენეთ

ირმა ინაშვილი დევიდ კრამერს: ბოდიში უნდა მომიხადოთ, თქვენ საქართველოს კონსტიტუციას შეურაცხყოფა მიაყენეთ

“პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს სასტუმრო „რუმსში“ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე კითხვის დასმის უფლება მიეცა.
ინაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა შეკითხვით, თუ როგორ შეაფასებენ ისინი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობას, როდესაც ხდებოდა „არჩევნების გაყალბება; მოწინააღმდეგისთვის ქვეყნის 22% ის ჩაბარება; ადამიანების წამება, მკვლელობა, აქციების დარბევა“.
„ეს დასავლური ღირებულებებია? ეს არის ჩემი შეკითხვა. მე ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის დასავლური ღირებულება. ეს არის ბოლშევიზმი და ფაშიზმი. ჩვენ ვართ საქართველოს პატრიოტები, ნამდვილად ქართული პარტია და დასავლური აზროვნების პარტია, ამიტომ იცოდეთ, რომ როდესაც ბოკერიები და სააკაშვილები და მათი ექსპერტები ჩვენზე საუბრობენ – ყველაფერი ტყუილია. ჩემი პირველი შეკითხვაა, არის თუ არა დასავლური ღირებულება და დასავლური აზროვნება ადამიანის წამება, გაგახსენებთ სულხან მოლაშვილის წამების ფაქტს, თუ არ იცით მოგიყვებიან შემდეგ; და მეორე, ძალიან საინტერესო თეზისები ითქვა გუშინ, ხაზგასმული იყო, რომ აუცილებელია პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, თუმცა ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს. საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სხვადასხვა კონცეფციაზე – რა კონცეფციას გვთავაზობთ თქვენ – ეს იყოს დანაკარგების გარეშე, ანუ არ გამოიწვიოს ახალი ტერიტორიების დაკარგვა და ეს მოხდეს მშვიდობიანად?“,- განაცხადა ინაშვილმა.
სიტყვით გამოსვლის დროს ინაშვილთან დევიდ კრამერმა სცადა მიახლოება, რომელთანაც მანამდე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს დაპირისპირება მოუვიდა.
ინაშვილმა კი კრამერს უთხრა „თქვენ ბოდიში უნდა მომიხადოთ, თქვენ გადააბიჯეთ და შეურაცხყოფა მიაყენეთ საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს პარლამენტის წევრს. ბოდიში მომიხადეთ“.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები