ირმა ინაშვილი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩაგდებასთან დაკავშირებით, ქუჩის აქციებს აანონსებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

ირმა ინაშვილი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩაგდებასთან დაკავშირებით, ქუჩის აქციებს აანონსებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩაგდებასთან დაკავშირებით, ქუჩის აქციებს აანონსებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას “ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

“ორი დღის განმავლობაში იყო პოლიტიკური მელაკუდობა. მომხდარზე პასუხისმგებლობას ვანიჭებ ბიძინა ივანიშვილს. წარმოუდგენელია დეპუტატები აუმხედრდნენ ივანიშვილს, თუ ეს ასე მოხდა ის როგორ მართავს პარტიას და ქვეყანას. “ქართული ოცნება” უნდა მოვაშოროთ ქვეყანას და ეს ისე უნდა გავაკეთოთ რომ ქვეყანა “ნაცმოძრაობის” ავანტიურისტებმა არ ჩაიგდონ ხელში. ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ ახლა”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები