ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ Instagram-ი განბლოკა. ამის შესახებ სააგენტო Mehr-ი იუწყება. ჯერ კიდევ დაბლოკილია Telegram-ი.
31 დეკემბერს, ირანში, საპროტესტო აქციებიის ფონზე Telegram-ის მესინჯერი და სოციალური ქსელი Instagram-ი დაბლოკეს. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება “მშვიდობისა და მოსახლეობის უსაფრთხოების” მხარდაჭერის აუცილებლობით ახსნა.
დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომაა დაგეგმილი. საბჭოს წევრები ირანში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით იმართება.
თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული. ბოლო ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა.
მსგავსი სიახლეები

ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას რაიონულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე პროცესი დაიწყო.
