ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, რამდენიმე პირი დააკავეს

ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, რამდენიმე პირი დააკავეს

ირანში რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც 8 იანვარს უკრაინული ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე არიან პასუხისმგებელი.

ამის შესახებ Reuters ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა გოლამხოსეინ ესმაილიმ განუცხადა.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული.

მანამდე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა ხოსეინ სამამიმ მომხდართან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა.

თავის მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები