ირანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
ირანის აღმოსავლეთში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა რყევები ადგილობრივი დროით 00:41 საათზე დაფიქსირდა.
სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრა ქერმანის რაიონში, სოფელ ჰეჯაკთან ახლოს მოხდა. ამ დრომდე მსვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
1 დეკემბერს, ირანში ქერმანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6 მაგნიტუდას აღწევდა. მიწისძვრის დროს 51 ადამიანი დაშავდა.
12 ნოემბერს კი ერაყისა და ირანის საზღვართან 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ერაყის ქალაქ ჰალაბჯადან 32 კილომეტრის მოშორებით 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. BBC-ის ცნობით, ეს მიწისძვრა წელს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი იყო. ბოლო მონაცემებით, მაშინ სტიქიას 540 ადამიანი ემსხვერპლა.
მსგავსი სიახლეები

ჰავაის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო ბრძანება, რომლითაც რვა ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე მოგზაურობა ეზღუდებათ, დაბლოკა.
