ირაკლი ზარქუამ, საკრებულოს სხდომაზე, თბილისის ბაგა-ბაღებში არსებულ ვითარებაზე განცხადება გააკეთა

ირაკლი ზარქუამ, საკრებულოს სხდომაზე, თბილისის ბაგა-ბაღებში არსებულ ვითარებაზე განცხადება გააკეთა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ, საკრებულოს სხდომაზე, თბილისის ბაგა-ბაღებში არსებულ ვითარებაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბაგა-ბაღები იხურებოდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კი ბაღები შენდება. მისივე თქმით, ავარიული შენობები არის, მაგრამ გადაწყვეტილება აღნიშნულ ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ მყისიერად იქნა მიღებული.

რაც შეეხება, ბაგა-ბაღებში კვების საკითხს, ირაკლი ზარქუას განმარტებით,  კვებაზე ბიუჯეტით გათვალისწინებული 94 მილიონი ლარი 101 მილიონამდეა გაზრდილი.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ კვებაზე ეკონომიას კი არ ვაკეთებთ, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, არამედ პირიქით, ამ მიმართულებით  თანხებს ვზრდით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. მისივე თქმით, ბაგა-ბაღებში კვების სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები