ირაკლი ზარქუა განმარტავს, რომ დედაქალაქის მერს ბიუჯეტის დამტკიცებაზე საკრებულოში მისვლას რეგლამენტი არ ავალდებულებს.

ირაკლი ზარქუა განმარტავს, რომ დედაქალაქის მერს ბიუჯეტის დამტკიცებაზე საკრებულოში მისვლას რეგლამენტი არ ავალდებულებს.

თბილისის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა განმარტავს, რომ დედაქალაქის მერს ბიუჯეტის დამტკიცებაზე საკრებულოში მისვლას რეგლამენტი არ ავალდებულებს. ზარქუა აცხადებს, რომ თბილისის 2018 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ყველა წინასაარჩევნო დაპირებაა ასახული, ოპოზიცია კი კალაძის მისვლის მოთხოვნით პოლიტიკურ შოუს დგამს.

„ეს არის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული იქნება ის დაპირებები და პრიორიტეტები, რომლებსაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მისცა ხმა. ეს პრიორიტეტებია: სოციალური მიმართულებები, რომელთა დაფინანსებაც 10 მილიონით იზრდება, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაზეც 330 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, ეს არის ცალკეული სპორტული მულტიფუნქციური შენობები, რომლებიც ჩვენი ნოუჰაუა და ჩვენ დავაანონსეთ წინასაარჩევნოდ. ყველა ის მიმართულება, რომელიც პრიორიტეტად გვქონდა ჩამოყალიბებული, მათ შორის ეკოლოგია და გამწვანება, ასახულია ბიუჯეტში. რაც შეეხება კახის მოსვლას, ოპოზიციამ ჩემზე უკეთ იცის, რომ რეგლამენტი არ ითვალისწინებს მერის მოსვლას საკრებულოში. იქედან გამომდინარე, რომ ბატონი კახი სხვადასხვა თემებითაა დაკავებული, ბატონი კახი დროს არ კარგავს, ოპოზიციური შოუ რომ დავდგათ აქ, ამისთვის არ გვცალია. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და ასე ვაპირებთ გაგრძელებას მომავალი 4 წლის განმავლობაში”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი 861 მილიონი ლარია. დოკუმენტი საკრებულომ დღეს, 16:00 საათზე უნდა დაამტკიცოს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები