ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, ასევე, გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი კოკა კაციტაძე და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილი ესწრებოდნენ.

ირაკლი შოთაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას, სამომავლო გეგმებს და საგამოძიებო მიმართულების შედეგებს გაეცნო. საუბარი შეეხო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული სამოხელეო დანაშაულის გამოძიების პროცესში არსებულ გამოწვევებს.

ადამიანის უფლებების დაცვაზე ეფექტური კონტროლის განხორციელების მიზნით, რაც საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაძლიერებასა და გამომძიებლებისა და პროკურორების კვალიფიკაციის ასამაღლებად ერთობლივი ტრენინგების ჩატარებაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების განხორციელების პროცესს საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობით, ღიად და გამჭვირვალედ წარმართავენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები