ირაკლი სესიაშვილი: ცალკეული სენატორებისგან და კონგრესმენებისგან კრიტიკა საყურადღებოა, თუმცა მთავარი ჩვენი საზოგადოების სწორი აღქმაა

ირაკლი სესიაშვილი: ცალკეული სენატორებისგან და კონგრესმენებისგან კრიტიკა საყურადღებოა, თუმცა მთავარი ჩვენი საზოგადოების სწორი აღქმაა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით ცალკეული სენატორებისგან და კონგრესმენებისგან კრიტიკა საყურადღებოა, თუმცა მთავარი საზოგადოების სწორი აღქმაა.

მისი თქმით, ხშირად, კრიტიკაში არასწორი ინფორმაცია ხვდება.

“ნაციონალური მოძრაობა” და მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალები სახალხო პარტიის ნაწილი არიან, ამიტომ ამას ჩვენ ვიღებთ, როგორც ოპონენტების მხრიდან გაჟღერებულ პოზიციებს. ცალკეული სენატორებისგან, კონგრესმენებისგან კრიტიკა საყურადღებოა, თუმცა მთავარი ჩვენი საზოგადოების სწორი აღქმაა, ხშირად გვხვდება ხოლმე კრიტიკაში არასწორი ინფორმაცია. ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, აქ საზოგადოებას არანაირად არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს კრიტიკა არის ქვეყნისთვის რაღაც უბედურების მომტანი. ჩვენ მივესალმებით ჩვენი ყველა იმ პარტნიორის კრიტიკას, რომელსაც საქართველოს კეთილი მომავალი სურს”, – განაცხადა სესიაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები