ირაკლი სესიაშვილი:სპეკულირება ადამიანური ტრაგედიებით მიუღებელია

ირაკლი სესიაშვილი:სპეკულირება ადამიანური ტრაგედიებით მიუღებელია

“მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და ასევე, აღვნიშნო, რომ სპეკულირება ადამიანური ტრაგედიებით მიუღებელია”,- ასე ეხმიანება ირაკლი სესიაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გადაცემა „შაბათის კურიერში” გასულ სიუჟეტს, 24 ივლისს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის შესახებ.

როგორც სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყველა ხედავს, როგორ გრძელდება აღნიშნული ტელეკომპანიის ,, დამოუკიდებელი” სარედაქციო პოლიტიკა.

,,პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს შვილის გარდაცვალების გამო. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მიუღებელია ყოველგვარი სპეკულირება ადამიანური ტრაგედიით. ყველა ხედავს, რომ გრძელდება ძველი “დამოუკიდებელი” სარედაქციო პოლიტიკა”,- წერს ირაკლი სესიაშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები