ირაკლი სესიაშვილი სააკაშვილზე: ის აუცილებლად წარდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე

ირაკლი სესიაშვილი სააკაშვილზე: ის აუცილებლად წარდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ ის აუცილებლად წარსდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე.
მისივე თქმით, მას ქვეყნის იმიჯი უფრო აინტერესებს, ვიდრე ერთი პოლიტიკოსის ბედი.
„მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქვეყანაში პრეზიდენტობის დროს ჰქონდა ცხრაწლიანი, მე ვიტყოდი, დიქტატურა, ტოტალური კონტროლი, და მიუხედავად ამისა, მან არჩევნები წააგო. ადამიანი, რომელიც წავიდა უკრაინაში და მესიის ამბიციები ჰქონდა, სულ რაღაც რამდენიმე წელში იქიდან გააგდეს. უბრალოდ არ მინდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასეთი იმიჯი ქონდეს. ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი. როგორ, რანაირად, – ეს დროის ფაქტორია, თუმცა მე ჩემი ქვეყნის იმიჯი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ერთი ადამიანის, ერთი პოლიტიკოსის ბედი”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები