ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი ოპონენტები ვერ იაზრებენ, რომ არის საკითხები, სადაც მთავარია ერთობა და არა ვიწრო, პოლიტიკური ინტერესები

ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი ოპონენტები ვერ იაზრებენ, რომ არის საკითხები, სადაც მთავარია ერთობა და არა ვიწრო, პოლიტიკური ინტერესები

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა სოფელ ატოცში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ჩასვლისას მომხდარ ინციდენტს უტიფრობა უწოდა. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ვერ იაზრებს რა შეცდომებიც დაუშვა.
„სამწუხაროდ, მათი ქმედებით თუ უმოქმედობით ვართ იმ შედეგამდე, რომ რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპირება და აგრძელებს მავთულხლართების გავლებას, რაც 2008 წლიდან დაიწყეს ოკუპანტებმა. ამ ვითარებაში, კარგი იქნება თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად გაიაზრებს რა შეცდომები დაუშვა, მათ შორის ბორდერიზაციის პროცესთან მიმართებაში.
ნებისმიერი პროვოკაცია აძლიერებს ოკუპანტს, ამიტომ სამწუხაროა, როცა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი ვერ იაზრებს, რომ არის საკითხები, სადაც მთავარია ერთობის ჩვენება და არა ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესების გამოხატვა. ყველამ კარგად ვნახეთ ის ქალბატონი როგორც იქცეოდა. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ატოცში ყოფნისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები