ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, განმტკიცებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის დემოკრატული კონტროლის მაღალი სტანდარტი.

საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის მთავარი დოკუმენტი დღეს მესამე მოსმენით რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა – 117 მომხრე 2 წინააღმდეგი.
აღნიშნულს მმართველი გუნდის რიგებში ეხმაურებიან. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, განმტკიცებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის დემოკრატული კონტროლის მაღალი სტანდარტი.
„კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ერთი მხრივ უზრუნველყოფილი და განმტკიცებულია თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის, დემოკრატული კონტროლის მაღალი სტანდარტი. მეორე მხრივ კი, მაქსიმალურად მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული თავდაცვის უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი ნორმა, რომელიც ეფექტურ, მოქნილ, ქვეყნისა და მოქალაქეების თავდაცვაზე ორიენტირებულ ძლიერ სისტემას აყალიბებს“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: დიასპორასთან კავშირების განვითარება განსაზღვრულია, როგორც კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანა
