ირაკლი მეზურნიშვილი: კიბერშეტევაზე განაცხადეთ შსს-ში და წერილს ამდენი ხანი ინახავთ, ეს საინტერესოა

ირაკლი მეზურნიშვილი: კიბერშეტევაზე განაცხადეთ შსს-ში და წერილს ამდენი ხანი ინახავთ, ეს საინტერესოა

კიბერშეტევაზე განაცხადეთ შსს-ში და წერილს ამდენი ხანი ინახავთ, ეს საინტერესოა, – ამ სიტყვებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა მამუკა ხაზარაძეს მიმართა, სადაც დეპუატატები “თიბისი” ბანკის საქმეზე მსჯელობენ.
“თი-ბი-სის ბანკის” ლონდონის აქციონერის მიერ გაზიარებულ იქნა ეროვნული ბანკის პოზიცია, რომელზეც თქვენ პირდაპირ შეტევა მიიტანეთ და გააკრტიკეთ ეროვნული ბანკის პოზიცია და იქნა გაზიარებული მათ მიერ, რაც მდგომარეობდა იმაში რომ გადახდილ-იქნა ის ჯარიმა ერთი მილიონი ლარი, შეწყდა დავა თი-ბი-სი ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის და მათ შორის საბჭო დათანხმდა თქვენი სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლის საკითხს. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას რომ დღეს ეროვნულ ბანკსა და “თი-ბი-ს ბანკს” შორის დღეს დავა არ არსებობს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენ “თი-ბი-სი ბანკის” ამ პოზიციას ემიჯნებით, რადგან თქვენ აგრძელებთ ეროვნულ ბანკთან დავას და რადგან აგრძელებთ ეროვნულ ბანკთან დავას, “თი-ბი-სი ბანკს” შეწყვეტილი აქვს ეს დავა. ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ თქვენ თი-ბი-სი ბანკს ემიჯნებით?
თქვენ დღეს ახსენეთ, რომ თი-ბი-სი ბანკზე განხორციელდა კიბერ-შეტევა, რას თქვენ გამოიძიეთ და მიაწოდეთ რეზულტატები და თქვენი ვარაუდები პროკურატურას და ხართ უკმაყოფილო იმით რომ ეს საქმე წინ არ მიდის.
როდესაც თქვენ მიიღეთ აღნიშნული წერილი, თქვენ ახსენეთ რომ ეს მოხდა მეორე ტურის წინ, რატომ არ გაგიჩნდათ სურვილი რომ მომენტალურად ეს წერილი მიგეტანათ პროკურატურაში? კიბერშეტევაზე წარადგინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში და წერილს ამდენი ხანი ინახავთ, ეს საინტერესოა”, – მიმართა ხაზარაძეს მეზურნიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები