ირაკლი მექვაბიშვილი მზადაა, არასამთავრობო სექტორს შეხვდეს და საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მათ შეკითხვებს უპასუხოს
ირაკლი მექვაბიშვილი მზადაა, არასამთავრობო სექტორს შეხვდეს და საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მათ შეკითხვებს უპასუხოს გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი მზადაა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდეს და მისი მოადგილეების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხოს.
ამის შესახებ მექვაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, გენერალური აუდიტორის საქმიანობა იქნება გამჭვირვალე.
“მინდა მივმართო არასამთავრობო სექტორს. მე წავიკითხე განცხადება, რომელიც გავრცელდა და რომელიც ეხება იმას, რომ თითქოს პოლიტიკური ნიშნით მივიღე მოადგილეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. მზად ვარ, ხვალიდან არასამთავრობო სექტორის ყველა წარმომადგენელს შევხვდე და თუ რაიმე კითხვები არსებობს საკადრო ცვლილებებთან თუ ჩვენს ხედვებთან დაკავშირებით, დავსხდეთ და გავიაროთ. ჩვენი საქმიანობა იქნება გამჭვირვალე და დამოუკიდებელი”, – განაცხადა მექვაბიშვილმა.
O
მსგავსი სიახლეები

არჩილ თალაკვაძე: როგორც პირობა დავდეთ, ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ
დავით მაღრაძე “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მხარს უჭერს და მოსახლეობას მოსახლეობას 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

გია ვოლსკი: ნიკა მელიამ რამდენი რამდენი ბრიფინგიც არ უნდა გამართოს, არჩევნების ლეგიტიმურ შედეგებს ვერ შეცვლის
