, ირაკლი კოვზანაძე „საქართველოს ბანკების ასოციაციის“ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ალექსანდრე ძნელაძეს შეხვდა.

, ირაკლი კოვზანაძე „საქართველოს ბანკების ასოციაციის“ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ალექსანდრე ძნელაძეს შეხვდა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე „საქართველოს ბანკების ასოციაციის“ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ალექსანდრე ძნელაძეს შეხვდა.
ალექსანდრე ძნელაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს ბანკების ასოციაციის სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საფინანსო სექტორში, კონკრეტულად კი საბანკო სისტემაში დაგროვილ პრობლემურ საკითხებს შეეხებოდა.
„განვიხილეთ ის აქტუალური საკითხები და გამოწვევები, რომლის წინაშეა დღეს საქართველოს საბანკო სექტორი. გავეცანი ასოციაციის უახლოესი პერიოდის აქტიურობების გეგმას. მათ შორის, ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებზე, რომლებიც ბანკების ზედამხედველობის მიმართულებით ხორციელდება, ასევე ამ ცვლილებების სავარაუდო შედეგებზე. როგორც შევთანხმდით, ასეთ შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.​

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები