ირაკლი კოვზანაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დუმას შეხვდა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დუმას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობას შეეხო.
ასევე ისაუბრეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე და მონიტორინგის პროცესზე, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ინსტიტუტების: ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის მიმართულებით პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად ახორციელებს.
ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარისგან მიიღო ინფორმაცია ინფლაციასთან, მონეტარულ და საგადასახადო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გაიმართა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი შეხვედრები პერმანენტული იქნება. ნიდერლანდები საქართველოს მნიშვნელოვანი ინვესტორია და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო და კომერციულ საფინანსო ინსტიტუტებს მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს”,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კოვზანაძემ.
მსგავსი სიახლეები

ლევან კობერიძე: გიორგი ვაშაძის განცხადება ამორალურია, ჩვენი ხელისუფლებისთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლის თითოეული დღე მნიშვნელოვანია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა
