ირაკლი კობახიძის თქმით, პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, ხოლო 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, ხოლო 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება. კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი კონსულტაციების საფუძველზე ორ საკითხზე შეჯერდა:

  • ერთჯერადად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საარჩევნო ბლოკებსაც მიენიჭებათ
  • მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს.

კობახიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება და იგი პარლამენტის შემდგომი სესიის დასრულებამდე მიიღება.

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკონსტიტუცი ცვლილებების დოკუმენტზე შეთანხმებაას მიაღწიეს. მისი განცხადებით, სრული შეთანხმება შედგა საპარლამენტო და საპრეზიდენტო საარჩევნო სისტემებზე, სასამართლოს რეფორმირებაზე, პარლამენტის საზედამხედველობო ფუნქციების გაძლიერებაზე, უსაფრთხოების საკითხებსა და უსაფრთხოების საბჭოს თემაზე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები