ირაკლი კობახიძის თქმით, 23 საკითხიდან, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოაგზავნა, 20 საკითხი გათვალისწინებულია.

ირაკლი კობახიძის თქმით, 23 საკითხიდან, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოაგზავნა, 20 საკითხი გათვალისწინებულია.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში არც ერთი საკითხი არ არის, რომელიც სარგებელს მოუტანს მმართველ პარტიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
“20 საკითხი შემიძლია ჩამოგითვალოთ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებიდან, რომელიც აძლიერებს ოპოზიციურ პარტიებს. მაგალითად, საგამოძიებო კომისია, პროპორციული სისტემა და ა.შ. არც ერთი საკითხი არ არის, რომელიც მმართველ პარტიას მოუტანს სარგებელს. არც ერთი წინადადება არ არის ასეთი და ეს აჩვენებს, თუ როგორი ხარისხიანია ეს დოკუმენტი” – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, 23 საკითხიდან, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოაგზავნა, 20 საკითხი გათვალისწინებულია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები