ირაკლი კობახიძემ ტრიბუნა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციისთვის გამოიყენა-არჩილ თალაკვაძე

ირაკლი კობახიძემ ტრიბუნა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციისთვის გამოიყენა-არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარალამენტის თავმჯდომარის გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, კიშინიოვში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ირაკლი კობახიძე იყო და მან ეს მაღალი ტრიბუნა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციისთვის გამოიყენა.

„ირაკლი კობახიძემ კიშინიოვში, საერთაშორისო კონფერენციაზე არამხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობას, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს მიმართა, რომ საქართველოს აქვს პროგრესი და მზადყოფნა, რომ ეს სიკეთეები ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გაუზიაროს.

კიშინიოვში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ირაკლი კობახიძე იყო და მან ეს მაღალი ტრიბუნა გამოიყენა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციისთვის. საქართველო არის საიმედო პარტნიორი რეგიონში და საქართველოს წარმატება თანამეგობრობის სტრატეგიული ინტერესია”,- განაცხადა თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები