ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შესაძლო სამოხელეო დანაშაულის საკითხს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შესაძლო სამოხელეო დანაშაულის საკითხს გამოეხმაურა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შესაძლო სამოხელეო დანაშაულის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პროკურატურის წარმომადგენლებთან უნდა შედგეს დისკუსია, თუ რა ეტაპზეა საკითხის შესწავლა, რომელიც სამოხელეო დანაშაულს შეიძლება უკავშირდებოდეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, “ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე” შესაძლო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებული რეკომენდაცია პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აისახა, რომელსაც აღსრულება სჭირდება.
„პარლამენტმა დადგენილება მიიღო და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან, შსს-სა და პროკურატურისგან შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტების შესწავლა მოითხოვა. საუბარია სამოხელეო გადაცდომებზე თუ დანაშაულებზე. ეს ჩვენი მოთხოვნაა და ამასთან დაკავშირებით პასუხს ველოდებით.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საპარლამენტო ფორმატში ამ საკითხზე მსჯელობის საშუალება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად გვექნება იმიტომ, რომ ეს არის რეკომენდაცია, რომელიც საპარლამენტო დადგენილებაში ჩაიდო. საპარლამენტო დადგენილებას აღსრულება სჭირდება და ამ აღსრულების ერთ-ერთი მექანიზმი არის ის, რომ უნდა შედგეს დისკუსია აღმასრულებელი ხელისუფლებასა და პროკურატურის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეტაპზეა საკითხის შესწავლა, რომელიც შეიძლება, უკავშირდებოდეს სამოხელეო დანაშაულს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები