ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციის კომიტეტის ანგარიშის წარდგენისას შეკრებილებს სიტყვით მიმართა

ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციის კომიტეტის ანგარიშის წარდგენისას შეკრებილებს სიტყვით მიმართა

ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციის კომიტეტის ანგარიშის წარდგენისას შეკრებილებს სიტყვით მიმართა

“ევროინტეგრაციიის მიმართულებით კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვაქვს, ისეთ სფეროებში როგორიც არის ადამიანის უფლებების უკეთესი დაცვა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და ა.შ. ჩვენთვის ევროინტეგრაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრიორიტეტი ასახულია შესაბამის სამთავრობო დოკუმენტებში. გარდა ამ დეკლარირებული მიზნისა და ნებისა, აღსანიშნავია, რომ ყველაფერი კეთდება კონკრეტული ნაბიჯების სახით, რათა ეს მიზანი საბოლოო ჯამში განხორციელდეს. ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია არის ღირებულებითი არჩევანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევანს ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს ქართული საზოგადოების მხრიდან. ევროპული ინტეგრაცია არის არა მხოლოდ ხელისუფლების, ან რომელიმე კონკრეტული პარტიის არჩევანი, არამედ ეს არის ხალხის არჩევანი, რომელიც გვავალდბულებს ამ ნების რეალიზებისთვის ყველაფერი გააკეთოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნება დაფიქსირდა კონსტიტუციის დონეზეც. ევროპული ინტეგრაცია ნიშნავს უკეთეს მომავალს, თვითრეალიზების უკეთეს შესაძლებლობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს ქმნის ძალიან მყარ მოტივაციას მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის,”- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გასული რამდენიმე წელი იყო ღირსშესანიშნავი ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

“გვაქვს ხელშესახები შედეგები. მანამდე გვქონდა მცირე პაუზა ხელშესახები შედეგების მიღწევის თვალსაზრისით. თუმცა, მას შემდეგ რაც გაფორმდა ასოცირების შეთანხმება, მას შემდეგ, რაც მივიღეთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მას შემდეგ, რაც მივიღეთ უვიზო რეჟიმი, ბუნებრივია ის სარგებელი რომელიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციასთან, ხელშესახები გახდა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მზარდი იყოს ევროპული იდეის მიმართ მხარდაჭერა. “-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს თამარ ხულორდავამ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის ანგარიშიწარადგინა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები